ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება, თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.
"ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მახოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.