Home
Category
TV Live Menu

დეველოპერები მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ბიუროკრატიის პრობლემებზე საუბრობენ

582eb98a78065
სალომე მეცხვარიშვილი
18.11.16 12:18
1044
დეველოპერები დედაქალაქში მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ბიუროკრატიის პრობლემებზე საუბრობენ.

მშენებლობის ნებართვების აღება მერიაში ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჯანელიძემ განუცახდა.

მისი თქმით, კომპანიას მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის მერიებთან აქვს ურთიერთობა და ნებართვის აღებას დაახლოებით 2 თვე სჭირდება, რაც დეველოპერისთვის დიდი დროა.

თორნიკე ჯანელიძე აცხადებს, რომ ნებართვის აღება ძირითად შემთხვევაში დროში გაწერილილი პროცესია.

თუმცა, ბიზნესმენი, ფიქრობს, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება სიტუაციას დაარეგულირებს, რამდენადაც უკვე ცნობილი იქნება, სად რამდენსართულიანი და როგორი შენობის აშენება იქნება შესაძლებელი და დეველოპერებიც შესაბამის პროექტებს წარადგენენ.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა დღეს ამ მიმართულებით არაკომპეტენტური კადრებია.

„ადრე გაჟღერდა ასეთი რამ, სანთლით ვეძებთო კადრებს. მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ სანთლით ეძებდნენ ასეთ კადრებს, რომ გაეგდოთ. ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს სინამდვილეში.

პოლიტიკურ კონიუნქტურას აკვირდებიან, იყო შემთხვევა, როცა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა მშენებლობის ნებართვის გაცემა გააჯანჯლა. ბიზნესმენისთვის კი ბანკის სესხის პროცენტი ზარალობს ამ დროს, არჩევნებს დაველოდოთ? ანუ 2 -3 თვით მეტი გადასახადი უნდა გადავიხადო ხომ?“,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day