Home
Category
TV Live Menu

"დევი, რომ წყაროსთან დადგება ისეთ მდგომარეობაშია APM Terminal"

5a214660305ea
BM.GE
01.12.17 16:05
1138
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ფოთის პორტის მმართველ კომპანიას APM Terminals-ს ყველა ქვეყანაში ერთნაირი სტრატეგია აქვს ახალი პორტების წინააღდმდეგ. ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ ფოთის პორტის გენერალური დირექტორის კლაუს ჰოლმ ლოურსენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს. 

როგორც ხაზარაძემ გადაცემა ანალიტიკას პირდაპირ ეთერში განაცხადა, როდესაც APM Terminals ოპერირებს ქვეყანაში და სახელმწიფო გადაწყვეტს ახალი პორტის მშენებლობას, ისინი პიარკამპანიას იწყებენ ახალი პროექტების წინააღმდეგ.

"ეს პირველად არ გაუკეთებიათ. ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როდესაც ისინი ოპერირებდნენ ქვეყანაში ძველი პორტით და სახელმწიფომ გადაწყვიტა ახალი პორტის მშენებლობა. სწორედ ამ მომენტში იწყებენ სერიოზულ პიარ კამპანიას, საბოტაჟს. ამბობენ, რომ ქვეყანას არ სჭირდება და შემიძლია 4 მაგალითი მოგაწოდოთ, როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ჭოჭმანი, გვჭირდება თუ არ გვჭირდება (ახალი პორტი). რადგან ისინი (APM Terminals), ამბობდნენ, რომ მომავალ წელს გადაჭრიდნენ პრობლემას",- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ფოთის პორტის მმართველ კომპანიას ჰყავს მხარდამჭერებიც და ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გააჩერონ.

"კომპანია, რომელიც ჩვენს კარიბჭეში დევი რომ დადგება წყაროსთან, ასეთ მდგომარეობაშია, აკეთებს უზარმაზარ მოგებას... მე ბიზნესმენი ვარ და არავის მოგებას არ ვითვლი, მაგრამ როდესაც სხვას უშლი ხელს და სხვისი ბიზნესი ქვეყნის ინტერესებზეა მიბმული, ძალიან კატეგორიული ვიქნები. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჩვენ „თიბისი ბანკმა“ ვიძახოთ, რომ მეტი ბანკი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. ეს დამოკიდებულება არის მიუღებელი ჩემთვის, როგორც ქართველისთვის",- აცხადებს ხაზარაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day