Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დევნილი საკუთრებაში არსებულ მიწაზე სახლები აშენდება - რას გულისხმობს გერმანიის მთავრობის პროექტი

BM.GE
17.12.20 11:18
478
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება დაწყებულია და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) ახორციელებს.

სტუმარი: ნინო ხოხობაია - ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, პროგრამების ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day