Home
Category
TV Live Menu

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

57468d4ae37c3
BM.GE
26.05.16 09:40
1316
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.
 
იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 17 წლის ასაკიდან. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day