Home
Category
TV Live Menu

"დღეს იყო ნათელი აღიარება ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო გასწია"

57682cbf1815c
BM.GE
20.06.16 21:47
1180
"ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან დაფიქსირდა, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი პირობა შეასრულა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
"დღეს იყო ნათელი აღიარება ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო გასწია და ეს რაც შეიძლება მალე უნდა იყოს აღიარებული“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. მისივე თქმით, ახლა ჯერი ნიდერლანდებზე, როგორც თავმჯდომარე ქვეყანაზეა, რომელმაც საკითხი ევროკავშირის კომიტეტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day