Home
Category
TV Live Menu

დღეს საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე ოფიციალურ პასუხს ელოდება

58008583a685e
დავით ჯალაღონია
14.10.16 11:12
956
ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მონაწილეობით მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.  როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდა და დღეს ე.წ მიერთების ოქმზე ხელმოწერა იგეგმება.

"საქართველო იმ ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილი ხდება, რომელიც ევროპის ქვეყნებს და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრიორიტეტებში ჯდება. ვფიქრობ, რომ ხელმოწერა შედგება. ამის შემდეგ ჩვენ განსახორციელებელი გვექნება შიდა პროცედურები - პარლამენტის მიერ რატიფიკაცია და ა.შ. დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ კი უკვე დადგება იმ ვალდებულებებისა და შესაძლებლობების გამოყენების ეტაპი, რომელსაც ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა იძლევა", - განაცხადა ვალიშვილმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში საბერძნეთში დაარსდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2006 წლის ივლისში. ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და კონტრაქტის 8 ხელმომწერი მხარე სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day