Home
Category
TV Live Menu

დღეს ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება

59a52568c000f
BM.GE
29.08.17 12:26
1053
ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, 29 აგვისტოს 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე. ინფორმაციას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური ავრცელებს.

"დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ. ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ",- ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day