Home
Category
TV Live Menu

"დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმაა"

5a300eaf200eb
BM.GE
12.12.17 21:09
786
„დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმაა“, - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი და ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაში მხარდაჭერას უცხადებს.

„მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება ვერ შეძლო დღმედე ვერცერთმა ხელისუფლებამ.
მნიშვნელობით ის მოგების გადასახადის რეფორმას არაფრით ჩამოუვარდება!

სრული მხარდაჭერა ფინანსთა სამინისტროს“, - წერს ურუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა დაახლოებით, 600 მლნ ლარის წვდომას მისცემს ბიზნესს.

Subscribe to our news

Get the main news of the day