Home
Category
TV Live Menu

დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულად დაბრუნება დღეიდან იწყება

5a5b1cbd4d73d
BM.GE
15.01.18 10:00
680
ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის გამარტივებულად დაბრუნება დღეიდან იწყება.

რეფორმის შედეგად, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მინიმუმ 5 დღეში იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისთვის დაახლოებით 2 კვარტალია საჭირო, რის შემდეგაც ის სრულფასოვნად ამოქმედდება.

"ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სმაინისტრი სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14 დღიან პერიოდში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან.

„სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day