დღევანდელი დღის, ანუ 15 თებერვლის დღის რიცხვია 227 ლარი და 50 თეთრი, ანუ იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. აღნიშნული მონაცემი, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს, წინა თვესთან შედარებით 3 ლარითაა გაზრდილი. ჯამში, გასული წლის იანვართან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 30 ლარით და 30 თეთრითაა გაზრდილი. ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება, რაც სიმართლეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა.