Home
Category
TV Live Menu

DHL აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზით დაინტერესდა

580e14bddd1ec
სალომე ჭიპაშვილი
24.10.16 18:04
1337
გერმანული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია DHL, აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზით დაინტერესდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება და პერსპექტივები ჩინეთში, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელისა და DHL -ის შანხაის ფილიალის მმართველის შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მას შემდეგ რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზა ექსპლუატაციაში შევა, ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზრდება, ხოლო ევროპასა და აზიას შორის საქონლის მიწოდების დრო შემცირდება.

გერმანული საერთაშორისო კომპანია DHL არის ლიდერი მსოფლიო ლოჯისტიკურ ბაზარზე. კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 220 ქვეყანაში, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 500 ათას ადამიანს აღწევს, რის გამოც DHL მსოფლიო საუკეთესო დამსაქმებელთა ათეულში შედის. გერმანული კომპანი ერთ საათში მილიონ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება და მისი გაშვება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს გააერთიანებს და ახალ რკინიგზას წელიწადში 17 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6.5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება, სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და როგორც ანგარიშში წერია, წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.

Subscribe to our news

Get the main news of the day