Home
Category
TV Live Menu

DIKA გაკოტრდა

5a23cc11bdc60
BM.GE
03.12.17 16:00
1219
შპს დიკა გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,დიკას’’ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

კომპანიის მაშინდელ მიმართვასი აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში შექმნილია კრიზისული ვითარება, რაც გამოწვეულია ვაჭრობის მკვეთრი შემცირებით და 2014-2017 წლებში ეროვნული ვალუტის დევალვაციით.

„პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი კომპანიის „Dika Stayle ltd /FACTORY OF CLOTHES CHAIN OF STORES“-ის მიმართ დროთა განმავლობაში დაგროვდა დავალიანება, რომლის გადახდა კომპანიას არ შეუძლია გადახდისუუნარობის გამო. შპს ,,დიკას'' არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არის ერთი, რომლის მიმართაც 2017 წლის 5 ოქტომბრის მდგომარებით ვადამოსული დავალიანება შეადგენს 2 568 461.88 ლარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day