ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 3 მილიარდი დოლარის თაღლითურად მითვისებაშია ეჭვმიტანილი. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, მსახიობის საქველმოქმედო ფონდს თანხის მალაიზიის სახელმწიფო ფონდთან ერთად მოპარვაში ედავებიან. კერძოდ, შემოწირულობების უმეტესობა, რომელიც ოსკაროსანი მსახიობის ფონდში ირიცხებოდა, სწორედ აღნიშნული ფონდიდან იყო.
ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობის არაკომერციულმა ორგანიზაციამ შემოწირულობა მიიღო მალაიზიური 1MDB-სგან, რომელსაც ფულის გათეთრებასა და გაფლანგვაში ედავებიან. როგორც ცნობილი ხდება, დიკაპრიოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მალაიზიური ფონდის წარმომადგენლებთან, რომლებმაც პირადი მიზნებისთვის მილიარდი დოლარი მიითვისეს.
თავად მსახიობს მალაიზიურ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
მალაიზიურ ფონდს 3,5 მილიარდი დოლარის გაფლანგვას გასული წლიდან ედავებიან, ამ დროისთვის ფონდს 11 მილიარდის დავალიანება აქვს. ქვეყნის ანტიკორუფციული სამსახურის რწმუნებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მალაიზიის პრემიერ-მინისტრს 700 მილიონი დოლარი აქვს მითვისებული. მალაიზიის სახელმწიფო ფონდი 2009 წლიდან ფუნქციონირებს.