Home
Category
TV Live Menu

დიმისტრი ქუმსიშვილი სესხების გალარების პროგრამაზე: "მოლოდინი გვქონდა მეტის"

58cfabd0355ed
BM.GE
20.03.17 14:14
1731
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სესხების გალარებასთან დაკავშირებით მეტის მოლოდინი ჰქონდათ. ამის შესახებ მინისტრმა ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე "საქმის კურსის" კითხვაზე პასუხად განაცხადა.

"დაზუსტებული ინფორმაციით 70 მლნ დოლარის სესხების გალარება მოხდა, ეს არის 5 ათასზე მეტი მსესხებელი. მოლოდინი გვქონდა მეტის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო დახმარების აქცია, რომელიც მთავრობამ თავისი ნებით გამოხატა და ამაზე ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მსესხებლებს, ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ.

დარმწუნებული ვართ, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, მათ შორის ის, რომ 100 ათას ლარამდე სესხები გაიცემა ლარებში, ამ მოცულობის მსესხებლებში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფროდაუფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day