ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაის შედეგად, რომელიც საწვავზე აქციზის გადასახადს ზრდის, ინფლაციის რისკი ნამდვილად იქნება.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობის ცვლილებების შედეგად ინფლაციის რისკი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქაც გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.