Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ჩვენი გაყიდვები 5-6-ჯერ გაიზრდება

57dc141299745
ელენე გოგბერაშვილი
16.09.16 19:46
1176

ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველო ჩინეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. გაორმაგებული გაყიდვების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გავლენით ქართული ღვინის რეალიზაციის 5-6 ჯერ ზრდას პროგნოზირებს.

"შარშან ჩვენ გავყიდეთ 8 მილიონ დოლარზე მეტი ღვინო. წელს უკვე 8 თვეში 6,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებეულების ღვინო გვაქვს გაყიდული ჩინეთში. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ წლებში 5-6-ჯერ გავზრდით ჩვენს გაყიდვებს. შემდგომში 10-ჯერ და მეტჯერ"-განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, საბაჟო გადასახადი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე განულდება და საქართველოს არ ექნება გარდამავალი პერიოდი.

"ჩინეთი მილიარდ ნახევრიანი ბაზარია. იძლევა ზღვა შესაძლებლობებს და იმედია კერძო სექტორი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას"- აცხადებს მინისტრი.

ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ 2017 წელს მოეწერება. შედეგად ქართული პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე შევა.

Subscribe to our news

Get the main news of the day