Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს"

5836df5715402
BM.GE
24.11.16 16:29
774
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ვალთან მიმართებაში იქნებიან სამართლიანები და იმ ვალს, რომელსაც აიღებენ, შეეცდებიან თავადვე გაისტუმრონ. ამის შესახებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს, თუმცა, ამ მიმართულებით მსჯელობაა საჭირო.

„ვალთან მიმართებაში ვიქნებით სამართლიანები და იმ ვალს, რომელსაც ავიღებთ და მოვიხმართ, შევეცდებით, რომ ჩვენ თვითონ გავისტუმროთ...დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2 %. აქაც უნდა აღვნიშნო, რომ საგარეო ვალი წარმოადგენს 39 %-ს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სტრუქტურა, რომელიც დღეს სახელმწიფოში გაგვაჩნია - 78% არის საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი არის 22%. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის 13%, ხოლო ევრობონდები არის 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა დღეიდან მოყოლებული არის 10 წელიწადზე მეტი. საშინაო ვალი არის გასაზრდელი. ამას ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალს. ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია, ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, როდესაც საშინაო ვალებზე ვსაუბრობთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day