ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა დაგეგმილ 3%-ზე მეტი იყოს და მან 3,5 პროცენტს მიაღწიოს. როგორც ქუმსიშვილმა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა, ეკონომიკურ ზრდას ხელს გაზრდილი ბიზნეს აქტივობა და ბიზნესის მოლოდინები შეუწყობს.
"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან კარგი, რეგიონში ყოველ შემთხვევაში კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ჩვენ ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს რეალისტური მაჩვენებელი 3%, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილავთ მათ შორის ოპტიმისტურ შესაძლებლობასაც და ოპტიმისტურ შესაძლებლობებში ზრდა შესაძლოა 3,5%-იც გვქონდეს.
ამას განაპირობებს ბიზნეს სექტორის აქტივობა და მოლოდინები, რომელიც არის ძალიან კარგი. ISET-მა გამოქვეყნა ბიზნესის მოლოდინების კოეფიციენტი და ის 20 პუნქტით არის გაზრდილი წლის დასაწყისიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არის განწყობილი იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას", - განაცხადა მინისტრმა.