გადახდისუუნარობის კანონპროექტის პაკეტი უკვე მომზადებულია-ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტმა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი საკონონმდებლო ორგანო შეიკრიბება მთავრობა პარლამენტში ამ კანონპროექტს წარადგენს .
„გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ, კანონპროექტის პაკეტი უკვე მომზადებულია. მე დაწმუნებული ვარ, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება ჩვენ ამ ინიციატივით შევალთ პარლამენტში და მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ ამ მიმართულებით რეიტინგებსაც. სწორედ ეს იქნება შემდეგი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“ -აცხადებს ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ: Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით გაუარესდა და ქვეყანამ 101-ე ადგილიდან 106-ზე გადმოინაცვლა.