Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 6 თვის გეგმა 100%-ით შესრულდა

595dfa80e1eb8
BM.GE
06.07.17 12:50
863
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.

მისი თქმით, გასული წლის 6 თვესთან შედარებით გაწეული ხარჯი 13,4%-ით მეტია (629,8 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები გაზრდილია 41,3%-ით (266,3 მლნ ლარი)

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შემცირებულია 27,7 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტების ჩათვლით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შემცირებულია 36,0 მლნ ლარით.

Subscribe to our news

Get the main news of the day