Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი: ისე არ მოხდეს, რომ ფასის გაზრდის გამო უბრალოდ დავკარგოთ ტურისტები

57454aabb4b6c
თელარა გელანტია
25.05.16 10:45
1383
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისე ეროვნული ვალუტის სიმყარეზე".
 
ამის შესახებ მინისტრმა National Tourism aword ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმზე - Welcome to Georgia სიტყვით გამოსვლის შემდეგ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, თუ კერძო სექტორი ფასის ხარისხთან შესაბამისობას ყურადღებას არ მიაქცევს და თუ საქართველო ცნობილი გახდა, როგორც „ძვირი ქვეყანა“, ეს ტურისტების ნაკადზე დადებითად არ აისახება.

"ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ისეთი სერვისი და მომსახურება უნდა შევთავაზოთ, რომელიც მათთვის მისაღებია და რისთვისაც ჩამოვლენ; ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასი და ხარისხი იყოს დაბალანსებული. ჩვენ ვართ ძალიან კონკურენტულ გარემოში. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის მომსახურებას მსოფლიოს აწვდის, ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც მოვუწდებ კერძო სექტორს რომ აუცილებლად განსაზღვრონ ფასის და ხარისხის შესაბამისობა. ისე არ მოხდეს, რომ ჩვენ ფასის გაზრდის გამო უბრალოდ დავკარგოთ ტურისტები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day