ავიაკომპანია FlyDubai-მ შესაძლოა საქართველოში საკუთარი გეოგრაფიული არეალი გააფართოვოს. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ვიცე-პემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება ტურისტების ნაკადის ზრდას უკავშირდება.
"ჩვენ გვაქვს ტრადიციული ქვეყნები, საიდან არის მუდმივი ზრდა და შენარჩუნება. მათ შორის ეს არის აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. კარგი ზრდა გვაქვს ირანიდან და გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან. „ფლაი დუბაი“ კვირაში სამჯერ დაფრინავს და სულ დატვირთულია. კომპანიის კომერციული დირექტორი აქ იყო და ვსაუბრობთ, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მიმართულებითაც გააფართოვოს კომპანიამ თავის გეოგრაფია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არის ლარის კურსი ტურისტების ნაკადის გაზრდის მიუხედავად, მაღალ ნიშნულზე, ქუმსიშვილმა განაცხადა:
"ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება".