Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

58fb557eb1dfa
BM.GE
22.04.17 17:01
735
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის მმართველ დირექტორს შეხვდა


ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოს ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ფისკალური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2017 წლიდან დაიწყო.


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით მზარდ დაინტერესებაზე, აგრეთვე, როგორ შეიძლება ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში ლარიზაციის პროცესს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

Subscribe to our news

Get the main news of the day