Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილი სამთავრობო ქალაქზე: შესწავლის პროცესი გვაჩვენებს, რამხელა უნდა იყოს ეს პროექტი

58dcb41eb4a3f
ელენე გოგბერაშვილი
30.03.17 11:10
880
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებულია კვლევა, რისი დასრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება მეტ კონკრეტიკაზე საუბარი. ამის შესახებ ქუმსიშვილმა სასტუმრო "ბილთმორში" "საქართველოს ბიზნესაასოციაციასთან" შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"უკვე გაკეთდა კომენტარები და მე ამ კომენტარებს ამჯერად გავიმეორებ: თვითონ შესწავლის პროცესი დაწყებულია და ეს შესწავლის პროცესი გვაჩვენებს იმ შედეგებს, თუ როგორ, რამდენით, რამხელა უნდა იყოს ეს პროექტი და ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება კონკრეტულად უკვე ყველაფერი",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დააანონსა, რომელიც ადგილზე სამინისტროებს მოუყრის თავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day