Home
Category
TV Live Menu

დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

5a04443d5fe95
BM.GE
09.11.17 16:02
709
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ჯგუფის BGEO-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და სამთავრობო რეფორმების შესახებ.

BGEO ჯგუფი ინვესტორთა დღეს ყოველწლიურად მართავს და მასში, ტრადიციულად, აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფის ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მთავრობის მიმდინარე რეფორმების შესახებ.

მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ, მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებისკენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day