Home
Category
TV Live Menu

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და ნექსია თიეის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

59e5eec446261
BM.GE
17.10.17 15:51
690
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ნექსია თიეიმ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციციის მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის გამართა სემინარი თემაზე „მენეჯმენტის ფინანსური გადაწყვეტილებები სავაჭრო სექტორში, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და დეპარტმაენტის უფროსმა დავით მჭედლიძემ დამსწრე საზოგადოებას პირადად გააცნეს კანონმდებლობაში არსებული ახალი მოთხოვნები, განუმარტეს მათი მიდგომები და ტექნიკური საკითხები. ნექსია თიეის მმართველმა პარტნიორებმა და მიმართულების მენეჯერებმა აუდიტორიას აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს დეტალურად, მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ასოციაციასა და ნექსია თიეის შორის, რომლის თანახმადაც ასოციაციის წევრებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისა და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გარდა განსაკუთრებული პირობებიც იმოქმედებს ნექსია თიეის სერვისებზე.

(R) 

Subscribe to our news

Get the main news of the day