სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ის „დითირამბებს არავის უმღერებს, მაგრამ მას მოსწონს ის კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს“. ამის შესახებ მან ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მე როგორც ყოველთვის ძალიან გულახდილად ვთქვი, რომ დითირამბებს არასდროს არავის ვუმღერებთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს რაც ხდება ამ ქვეყანაში. ნათლად ვუთხარი, რომ ის კურსი, რასაც ახლა პოლიტიკური პარტია და ხელისფლება ატარებს, მისაღებია. მე ვარ პირველ რიგში საზოგადოების წევრი და შემდეგ ბიზნესმენი. ამ ქვეყანაში 5 შვილი მეზრდება და მინდა წარმატებული ქვეყანა გვქოდნდეს. ვფიქრობ, რომ ისე როგორც ვითარდება ქვეყანა არის სწორი. მინდა ამ პროცესს ადამიანურად მხარი დავუჭირო“, - განაცხადა ფხაკაძემ.
რაც შეეხება ივანიშვილი მოწოდება,ს რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლიელბების შესახებ ბიზნესმა ინფორმაცია მიაწოდოს თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს, სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ის მოწოდებებზე ვერაფერს იტყვის და მას მოსწონს ეკონომიკური კურსი რომლითაც ქვეყანა ვითარდება.