Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“დიზელის ფასი კლებას დაიწყებს” - საწვავის ფასი მოლოდინები

BM.GE
06.03.23 11:50
92
გასულ უქმეებზე გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ბენზინის ფასი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისგან ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს. ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ თებერვალში საწვავზე 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა. ფასების შემცირებას მიმდინარე თვეშიც პროგნოზირებენ ნავთობ იმპორტიორთა კავშირშიც როგორც ბენზინზე ისე დიზელზე. რა მოლოდინები არსებობს სექტორში?

სტუმარი: ვახტანგ იობაშვილი - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day