Home
Category
TV Live Menu

დმანისში, პანტიანის ტბაზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

58048236ab6f6
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.16 12:00
1165
დმანისში, პანტიანის ტბაზე სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი აშენდება. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა განუცხადა, კომპლექსის მოწყობას კომპანია "ტუბორგი“ აპირებს.

გუბერნატორის თქმით, დაგეგმილია 40-ნომრიანი 4-ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა და მასთან ერთად დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კომპანია ადგილზე 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პაატა ხიზანიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტა ისაა, რომ პანტიანის ტბას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს და ინვესტორი წლების განმავლობაში სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს.

გუბერნატორის თქმით, კომპლექსის მშენებლობა დმანისში უახლოეს მომავალში დაიწყება.

Subscribe to our news

Get the main news of the day