ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კვლევაში მცირე ზომის, ნაწილობრივ-დოლარიზებული ქვეყნების ანალიზის საფუძველზე შეფასებულია გაცვლითი კურსის ინფლაციაზე გავლენის სიძლიერე. ამავე კვლევის შედეგებით რაც უფრო მაღალია ფინანსური დოლარიზაცია, მით უფრო ძლიერია გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა, რაც საგარეო შოკებთან გამკლავებას ართულებს. თეორიული თვალსაზრისით, მარტივი დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის მოდელის საშუალებით ნაჩვენებია თუ როგორ ცვლის ფინანსური დოლარიზაციის არსებობა გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემას.