დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრება.
ბოლო პერიოდში მისი ჩასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ის მსოფლიო ლიდერებს შეხვდება შვეიცარიაში. მან გლობალისტების კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სტრატეგია სახელწოდებით America First მხოლოდ დაეხმარება გლობალიზაციის პროცესს.