Home
Category
TV Live Menu

დონალდ ტრამპი საკუთარი საქველმოქმედო ფონდის დახურვას აპირებს

5861011d43ded
BM.GE
26.12.16 15:37
965
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი საქველმოქმედო ფონდის დახურვას აპირებს. შესაბამისი პირობა ტრამპა თავად დადო. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მიიღებს.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციაში აცხადებენ, გეგმავენ საქმიანობა სრულად შეწყვიტონ, თუმცა, კონკრეტული თარიღები არ სახელდება. ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარსაა ჩანიშნული.

ყველაფერთან ერთად ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ფონდის ლიკვიდაცია ამჟამად შეუძლებელია, რადგანაც მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ ოქტომბერში საქველმოქმედო ფონდს შტატში საქმიანობა აეკრძალა. მიზეზი არასწორი რეგისტრაციაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day