აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასები დაეცა.
ბრენტის ტიპის საწვავის ფასი 2,43 პროცენტით დაეცა და 44,92 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება WTI-ის ფასებს, ბარელზე ნავთობის ფასი 4%-ით დაეცა და 43,07 დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასების დაცემის ფონზე იზრდება ოქროს ფასი, რამდენადაც ეს ინვესტორებისთვის შენახვის ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.