ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიზნესისთვის რეგულაციებს ამცირებს. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ერთი ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, ორის გაუქმება უნდა მოხდეს.
შესაბამისი ბრძანება ტრამპმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე გააფორმა.
მისი თქმით, რეგულაციები განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე შემცირდება.
„ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს“,- განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
„იქნება რეგულაცია, იქნება კონტროლი, მაგრამ კონტროლი იქნება ნორმალიზებული, ძალიან ადვილი იქნება გარკვევა, სად შეგიძლია დაიწყო ბიზნესი და როგორ შეგიძლია მისი განვითარება“,- განაცხადა ტრამპმა.