Home
Category
TV Live Menu
Loading data...

DRG - რა კითხვები რჩებათ კლინიკებს? - ზურაბ ქიტოშვილი ანალიტიკაში

BM.GE
21.10.22 12:09
222
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის. DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების ახალი მოდელი და მისი ამოქმედების ვადები ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს შემაჯამებელ შეხვედრაზე დღეს წარუდგინა. 

მართალია ჯანდაცვის მინისტრმა ორი კვირის წინ თქვა, რომ კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა კლინიკებისვე თხოვნით გადადო, თუმცა ფაქტია აზარაშვილის უწყება კვლავ პირვანდელ პოზიციაზე რჩება. დაახლოებით 2 კვირაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკა დაფინანსების ახალ სისტემაში ჩაერთვება.

თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე წლების წინ დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.

DRG-ის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოზით მსგავსი სტაციონარული შემთხვევების ტიპების კლასიფიკაცია ჯგუფებად ხდება. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები განმარტავენ, დაფინანსების ასეთი მოდელის მიხედვით ჯამში 608 DRG ჯგუფი და 26 დიაგნოსტიკური კატეგორია შეირჩა. თითოეული დიაგნოზისთვის DRG-ის ფასი ორი კომპონენტისგან შედგება. ესაა საბაზისო ტარიფი და ღირებულებითი წონა. 

DRG-ის მოდელი, რომელსაც საქართველო ნერგავს, ძირითადად ლატვიის მოდელს ეყრდნობა. რატომ ლატვია, ამაზე სამინისტრო განმარტავს, რომ იქ ეს სისტემა 2014 წლიდან მუშაობს და ლატვიის ღირებულებითი წონები, რომელიც DRG-ის კოდის ფასის გამოთვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქართულ რეალობასთან ყველაზე ახლოს იყო.

სტუმარი: ზურაბ ქიტოშვილი - "ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალური დირექტორი;



Subscribe to our news

Get the main news of the day