Home
Category
TV Live Menu

დრონების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას პროდუქციის წარმოება საქართველოში სურს

584facb83da99
BM.GE
13.12.16 12:08
1069
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ასევე, საქართველოს სავაჭრო- სამრწეველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო- სამრწეველო პალატის თანამშომლობით და ორგანიზებით ქალაქ გუანგჭოუში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა. ცერემონიას საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების გარდა საქართველოს კონსული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თორნიკე მგალობლიშვილი და ქალაქ გუანგჭოუს ჰუანგფუს ზონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარე ესწრებოდა.

ქალაქ გუანგჭოუში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებსა და ჩინეთის მსხვილ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა შედგა ჩინეთის მძიმე მრეწველობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მხარეებმა უჟანგავი ლითონის გამოყენებით საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფონდის დელეგაციამ მაღალტექნოლოგიური მიკრო სქემების წარმოაბის ქარხანა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ქარხნის მენეჯმენტთან.

ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე, დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. დრონები გამოიყენება, როგორც მონიტორინგის მიზნებისვის, მაგ: მილსადენების უსაფრთხოებისთვის ასევე, მოსავლის შესაწამლად. კომპანიის მიზანია ევროპის ბაზარზე შესვლა , ამიტომ მწარმოებლები დიდ სურვილს გამოთვამენ პროდუქციის ნაწილის საქართველოში დამზადების თაობაზე. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გამართა გუანგჭოუს სახალხო მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა პროდუქციის ექპსორტისთვის, განსაკუთრებით კი ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობის საკითხები განიხილეს. შეხვედრები შედგა ასევე, ადგილობრივი მთავრობის ლიდერებთან და პარტიულ მდივნებთან.




Subscribe to our news

Get the main news of the day