Home
Category
TV Live Menu

დუბაი სახელმწიფო დოკუმენტაციის სრულად ბლოკჩეინ სისტემაში გადატანას გეგმავს

580083edc1e0b
BM.GE
14.10.16 12:06
1763
დუბაის 2020 წლისთვის ბლოკჩეინ სისტემაში სახელმწიფო დოკუმენტაციის სრულად გადატანა სურს.  ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, 4 წელში ყველა სახელმწიფო დოკუმენტი ბლოკჩეინის სისტემაში იქნება დაცული. ინიციატივის მთავარი მიზანია, ბლოკჩეინის პლატფორმა მსოფლიოს სხვა ქალაქებისთვისაც გაიხსნას.

დუბაის შეიხის განმარტებით, დუბაის სურს, ბლოკჩეინის პლატფორმაზე გადასვლით შექმნას გარკვეული სტანდარტი ე.წ. ჭკვიანი ქალაქებისთვის.

დუბაის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბლოკჩეინის სტრატეგიას აქვს პოტენციალი მსოფლიოში სამუშაო საათების პროდუქტიულობა გაზარდოს და ამის პარალელურად შეამციროს CO2-ის ემისიები.

სტრატეგიის მიხედვით, დუბაის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში გლობალური ლიდერის სტატუსის მოპოვება სურს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში დუბაი „გლობალური ბლოკჩეინის ინიციატივით“ გამოვიდა, რომელშიც 30 წევრი გააერთიანა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორებიდან. ინიციატივა ამ ეტპაზე უკვე 47 წევრს აერთიანებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day