Home
Category
TV Live Menu

დუბაიში "მფრინავი ტაქსები" გამოჩნდებიან - ვიდეო

59cbba1933bee
BM.GE
27.09.17 19:00
1224
დუბაის გზების და ტრანსპორტის სააგენტომ მფრინავი ტაქსის გამოჩენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, დუბაიში მფრინავი ტაქსი უკვე გამოცადეს, რომლის პილოტიც დუბაის პრინცი შეიხ ჰამდენ ბინ მუჰამედი იყო, რომელმაც 200 მეტრის მანძილზე იფრინა. ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიამ მფრინავი ტაქსის გამოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე გაავრცელა და დასძინა, რომ ადამიანები ტაქსი-დრონის საშუალებით, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებენ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას.

როდესაც მგზავრი მფრინავ ტაქსიში მოთავსდება სენსორულ ეკრანზე შეარჩევს დანიშნულების ადგილს და დანარჩენს მართვის ავტონომიური სისტემა შეასრულებს, - წერს CNN.

აღსანიშნავია, რომ მფრინავი ტაქსი 100 კილოგრამამდე წონის ადამიანის გადაყვანას უზრუნველყოფს და 100 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day