Home
Category
TV Live Menu

დუბაიში, მსოფლიოში პირველი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ოფისი გაიხსნა

5746d18dbfac1
BM.GE
26.05.16 14:35
1227
დუბაიში 3D-ტექნოლოგოოთ შესრულებული პირველი ოფისი გაიხსნა. Reuters-ის ინფორმაციით, შენობა ერთსართულიანია და ის დუბაის ცენტრში, საერთაშორისო-საფინანსო ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

მშენებლობაზე 19 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის ერთ-ერთი 3D პრინტერის მუშაობას ადევნებდა თვალყურს, 8 ადამიანი დაბეჭდილი ელემენტებისგან შენობას აწყობდა, ხოლო დანარჩენები ინფრასტრუქტურის შექმნაში იყვნენ ჩართულები.

მშენებლობა 17 დღე გაგრძელდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 140 მილიონი დოლარი შეადგინა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობა 2030 წლისთვის აპირებს რომ შენობების 25% 3D პრინტერზე დაბეჭდოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day