დუშეთეში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციისთვის 3,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სასახლის აღდგენა-რეაბილიატცია მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
პროექტის ავტორი მუნიციპალური განვითარების ფონდია, დაფინანსება კი აღდგენითი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო.
პროექტი ითვალისწინებს სასახლის შენობის სრულ გაანხლებას, აგრეთვე შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ჭილაშვილების სასახლე XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. სასახლე ვახტანგ ბატონიშვილის მოხელე გლახა ჭილაძეს (ჭილაშვილს) ეკუთვნოდა.