Home
Category
TV Live Menu

"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას"

57f798934bf96
BM.GE
07.10.16 16:42
1039
"სავალუტო კურსზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს მოლოდინებს და ძალიან სამწუხაროა, როცა ქმნიან ისეთ მოლოდინს, თითქოს ლარი გაუფასურდება. მაკროეკონომიკურად ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ლარის კურსიმოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მითუმეტეს ახლა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრდა და ქვეყანაში ვალუტაა შემოსული, ლარის გაუფასურებას არაფერი მოასწავებს. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი, ის საკმაოდ სტაბილურია. პროგნოზირება, ზოგადად, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day