Home
Category
TV Live Menu

ძნელი გარჩევადობის გამო, ავტომობილის მინერალური და სინთეტიკური ზეთები ერთნაირი განაკვეთით დაიბეგრება

5938e48771857
სალომე მეცხვარიშვილი
08.06.17 09:43
1231
ავტომობილის ძრავის სინთეტიკური ზეთზე აქციზი ორმაგდება და მინერალური ზეთის აქციზის განაკვეთს უტოლდება. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.

ამჟამად ავტომობილის ძრავის სინთეტიკური ზეთი იბეგრება აქციზის 400 ლარიანი განაკვეთით ტონაზე, ხოლო ავტომობილის ძრავის მინერალური ზეთი იბეგრება ტონა 800 ლარით.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „ამ ზეთების ვიზუალური მსგავსებისა და მახასიათებლების გამო საბაჟო კონტროლის განხორციელებისას იქმნება გარკვეული პრობლემები მათი იდენტიფიცირებისათვის”. სწორედ ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, მინერალური და სინთეტიკური ზეთის ერთნაირი განაკვეთით ‐ ტონაზე 800 ლარით - დაბეგროს.

"ეს უზრუნველყოფს ეფექტურ ადმინისტრირებას საქონლის საბაჟო გაფორმებისას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

Subscribe to our news

Get the main news of the day