Home
Category
TV Live Menu

ებანოიძე: იმედი მაქვს, ონლაინ სესხების რეგულირებას ამ მოწვევის პარლამენტი შეძლებს

573417980938b
BM.GE
12.05.16 09:40
1155
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ნოდარ ებანოიძე იმედოვნებს, რომ ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირების საკითხს ამ მოწვევის პარლამენტი მიიღებს. როგორც ებანოიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, ამ ეტაპზე საერთშორისო პრაქტიკის გაცნობა მიმდინარეობს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული კომპანიების რეგულირება. ებანოიძეს მაგალითად გონივრული საპროცენტო განაკვეთის დაწესება და ჯარიმის დარიცხვის დღეების განსაზღვრა მოჰყავს.

"ცუდია, რომ ონლაინ სესხებთან მიმართებით საერთოდ რეგულაცია არ არსებობს, ის ყოველგვარი რეგულაციის გარეშეა დარჩენილი და ბუნებრივია, რომ ეს როგორც მომხმარებლებს, ასევე მთლიანად პროცესს აზარალებს. ვფიქრობ, რომ მოკლე დროში გარკვეული მომზადება უნდა გავაკეთოთ, მაგალითად ჩვენ ახლა 16 მაისს მსოფლიო ბანკთან გვაქვს შეხვედრა. გარკვეულ პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გვაქვს, ჩემთვის ცნობილია, რომ მთავრობაც გარკვეულ წინადადებებს ამზადებს და იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის დროს ეს შესაძლებელია. საკითხი საკმაოდ რთულია და დარეგულირების გარეშე ამ მიმართულების ყოფნა სწორი არ არის.

როდესაც ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური მდგომარეობაა და ადამიანთა მდგომარეობა მძიმეა, ასეთ დროს საჭიროების მიხედვით ადამიანები ხშირად არ იღებენ ხოლმე ლოგიკურ და სწორ გადაწყვეტილებებს და ისინი ისეთი სახის ხელშეკრულებებს აფორმებენ, რომლებიც მათთვის შემდგომ საკმაოდ დამაზიანებელია, მითუმეტეს მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც ონლაინ-სესხებით სარგებლობს, ძირითადად იმ პერიოდშიც რა პერიოდშიც უნდა დაფარონ ამას ვერ ახერხებენ და ამის შემდეგ ამ საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე ხვდებიან.

ჩვენთან ეფექტური პროცენტი ხშირად 600 და 100 პროცენტზეც კი ადის, რაც ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ არის რეგულაცია საჭირო, რომ გონივრული ჭერი დავადგინოთ და ასევე იმ დღეთა რაოდენობაც განვსაზღვროთ გარკვეულწილად, როდესაც საჯარიმო უნდა ირიცხებოდეს და ასევე ძალიან ბევრი მიმართულებაა, რომლებიც იოლი თემები არ არის. ჩვენ გავეცანით ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკას.

მაგალითად, სლოვაკეთში არის ისე, რომ ქვეყანაში არსებულ საშუალო საპროცენტო განაკვეთზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს, მაგალითად ესტონეთში 180 დღეზე მეტი არ შეიძლება და ა.შ. მთავარია, რომ ყველაფერი გონივრულად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ებანოიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day