Home
Category
TV Live Menu

EBRD-ი მზად არის, საქართველოში საგადასახადო რეფორმისთვის დამატებითი სახსრები გამოყოს

56a3576de447b
BM.GE
23.01.16 14:10
1147
მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით, უკვე 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა. ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.

ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.
პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.

Subscribe to our news

Get the main news of the day