Home
Category
TV Live Menu

EBRD-ის პრეზიდენტი: ძალიან მომწონს ქართული პროდუქცია, მგონი საყიდლებზე საქართველოში უნდა დავიწყო სიარული

59aebbe1ec0ca
BM.GE
05.09.17 18:56
898
"ძალიან მომწონს ქართული პროდუქცია, მგონი საყიდლებზე საქართველოში უნდა დავიწყო სიარული, ან ქართული პროდუქცია ბრიტანეთში შევიძინო", - განუცხადა "საქმის კურსს" EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ, „მოდის სახლ მატერიაში“ ვიზიტისას.

სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე წვდომაა.

"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უცხოურ ვალუტაში სესხება რისკებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ. ამ კუთხით, EBRD-ის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკის პროექტზე EU4Business-EBRD Credit Line, რომელიც ქართულ ბიზნესების განვითარებისთვის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ითვალისწინებს. სწორედ აღნიშნული პროექტის მონაწილეა "მოდის სახლი მატერია", რომელიც დღეს EBRD-ის პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მოინახულა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრები გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან. ხვალ EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.

Subscribe to our news

Get the main news of the day