EBRD-მა TBC-ის 100 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო ეროვნულ ვალუტაში.
აქედან 60 მილიონი მიმართული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა მათ დააკმაყოფილონ DCFTA-ის სტანდარტები. 20 მილიონი დოლარი მიმართული იქნება ბიზნესში ქალების ჩართულობის პროგრამისკენ. ასევე 20 მილიონი მიემართება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.
როგორც EBRD-ში განმარტავენ, აღნიშნული ფინანსური რესურსი დაეხმარება ბანკს განავითაროს და გააძლიეროს ბიზნესის დაკრედიტება, ამასთან, გაიზარდოს ლარში დაფინანსება, ბიზნესისთვის კი ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსური რესურსი.