Home
Category
TV Live Menu

EBRD-მა TBC-ის $100 მილიონის ფინანსური რესურსი დაუმტკიცა

58e0d5f1a31b2
BM.GE
02.04.17 15:20
1012
EBRD-მა TBC-ის 100 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი დაუმტკიცა ეროვნულ ვალუტაში, ჯამში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან TBC-იმ 3 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

აქედან 60 მილიონი მიმართული იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა მათ დააკმაყოფილონ DCFTA-ის სტანდარტები. 20 მილიონი დოლარი მიმართული იქნება ბიზნესში ქალების ჩართულობის პროგრამისკენ. ასევე 20 მილიონი მიემართება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას EBRD-თან. საქართველოს საფინანსო სექტორისთვის ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეკრულება დაეხმარება „თი ბი სი“ ბანკს გააძლიეროს წამყვანი პოზიცია საქართველოში დაკრედიტების კუთხით“, - განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day