Home
Category
TV Live Menu

EBRD ქართული ბიზნესის გამოწვევებს ასახელებს

59af998aeaade
BM.GE
06.09.17 10:42
919
"საქართველოში ბიზნესის გამოწვევა ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე წვდომაა", - განაცხადა "საქმის კურსთან" საუბრისას EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უცხოურ ვალუტაში სესხება რისკებთანაა დაკავშირებული.

"ფინანსებზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის ბიზნესებისთვის, როგორიც საქართველოა", - ამბობს სერ სუმა ჩაკრაბარტი. მისი თქმით, იმისთვის რომ ბიზნესი კონკურენტუნარიანი გახდეს და ისეთ ბაზრებზე შევიდეს, როგორიც მაგალიტად ევროკავშირია, მათ ფინანსებზე მარტივი წვდომა სჭირდებათ.

"EU4Business-EBRD Credit Line სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს რათა მათ ფინანსებზე წვდომა შეძლონ, ასევე იმისთვის რომ მათ გადააიარაღონ საკუთარი საწარმოები, მსგავსი პროექტები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება, მომავალ წლებში კი გვჯერა რომ ზრდა მეტი იქნება", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day