"EBRD საკმაოდ სერიოზულად უდგება ისეთი მასშტაბური პროექტების გარემოზე ზემოქმედების საკითხს როგორიც ნენსკრა ჰესია", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ. მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედება სოციალური საკითხია. EBRD კი ნენსკრა ჰესის დაფინანსების დამტკიცებას წლის მეორე ნახევარში ელოდება.
"ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ გარემოზე ზემოქმედების დოკმეტი. ამის შემდეგ ჩვენ ბორდს ვთხოვთ, რომ დაგვიმტკიცონ დაფინანსება. მზად ვართ სამოქალაქო საზოგაოდების მოსაზრება მოვისმინოთ. ჩვენ ამისთვის ღია ვართ", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
სს "ნენსკრა ჰიდრო“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა, რომელიც კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.